пятница, 20 мая 2016 г.

        ყურადღება!!!!
        შეგვიკვეთეთ სკინალი ტ.597126430
 პატივცემულო მომხმარებლებო მინდა გაგაცნოთ ჩვენი მუშაობის პრინციპი და თანმიმდევრობა:შეკვეთებს ვიღებთ ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ირჩევთ სასურველ დიზაინს, გვიგზავნით საკუთარი სამზარეულოს ფოტოსურათს და ხდება არჩეული დიზაინის სამზარეულოზე პროექტირება.
 1. ჩვენი პროდუქციით დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ დაათვალიეროთ ჩვენი  კატალოგი https://goo.gl/photos/jJvMKoQqVpXyUtYKA , საიდანაც ირჩევთ თქვენთვის სასურველ დიზაინს, ან ხდება ინდივიდუალრად თქვენთვის სასურველი დიზაინის აწყობა;
 2. ყოველ ოთხშაბათ დღეს ჩვენი თანამშრომლები დადიან და მათ შორის თქვენთანაც მოვლენ ზუსტი ზომების ასაღებად. სურვილის შემთხვევაში ამ დღეს შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი მინიატურული ნამუშევრები(სკინალი), რითაც შესაძლებლობა გექნებათ ზუსტად შეაფასოთ და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოთ ჩვენთან თანამშრომლობაზე. აქვე მოხდება პროდუქციის ღირებულების დაზუსტება;
 3. ამის შემდგომ თქვენ რიცხავთ მინიმუმ 30%–ს მთლიანი ღირებულებისა
 4. მაქსიმუმ 10-15 დღის განმავლობაში პროდუქცია მზად იქნება და მისი ჩაბარებისთანავე თქვენ რიცხავთ დანარჩენ თანხას
ს კ ი ნ ა ლ ი - სამზარეულოს მინის წინსაფარი არის მინის დეკორაციული პანელი, რომელიც მონტაჟდება სამზარეულო ავეჯის ზედა და ქვედა თაროებს შორის სივრცეში. სკინალი ადვილი მოსავლელია და იწმინდება ისევე როგორც მინა.
 არსებობს სკინალის მონტაჟის ორი მეთოდი. ერთ შემთხვევაში შესაძლებელია სკინალის დაწებება კედელზე სამონტაჟო სილიკონით(იგივე თხევადი ლურსმანი) . ეს მეთოდი უფრო გამოიყენება იმ შემთხვევაში თუ კი კედლის ზედაპირი სწორია.. მონტაჟის მეორე მეთოდისას სკინალზე წინასწარ უკეთდება ნახვრეტები 6მმ დიამეტრის.. ხოლო მონტაჟისა ამ ნახვრეტებიდან დეკორაციული ხრახნებით მაგრდება კედელზე.

 არსებობს სკინალის დამზადების ორი ძირითადი მეთოდი. ერთ შემთხვევაში სკინალი მზადდება დასურათებული სპეციალური  ვინილის მიკვრით, ხოლო მეორე შემთხვევაში პანორამული ფოტოს ბეჭვდა ხდება პირდაპირ მინაზე. პირველი ბევრად უფრო ეკონომიურია თუმცა ექსპლუატაციის ვადა 10 წლამდე აქვს, მაშინ როცა მინაზე პირდაპირ ნაბეჭდი სკინალი ათეული წლებით გაძლებს. თუმცა ფასის გათვალისწინებით ბევრი ეკონომიას აკეთებს და ირჩევს იაფ ვარიანტს